საზოგადოებრივი
104.5 FM

მისია და ხედვა

ხედვა

იყოს საქართველოში ყველაზე სანდო, ხარისხიანი, მრავალფეროვანი, აქტუალური და ხელმისაწვდომი მედია.

 

მისია

პიროვნული თავისუფლების, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და სოლიდარობით გაერთიანებული, კულტურული იდენტობის დამცველი მრავალფეროვანი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საინფორმაციო და გასართობი მედია პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზებით.

 

საჯარო მისწრაფება

- მოქალაქეობის ინსტიტუტის და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;

- პიროვნების ეთიკური, ესთეტიკური და ინტელექტუალური თვალსაწიერის გაფართოება;

- არსებული მრავალფეროვნების (განსხვავებულთა ინდივიდუალურობა) წარმოჩენა და ერთიანი სამოქალაქო ერის ფორმირების ხელშეწყობა (თანაბარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაჩენა);

- საქართველოს საზოგადოებაში შემოქმედებითობის წახალისება და კულტურული თვითმყოფადობის წარმოჩენა;

- მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა მათი სამომხმარებლო ინტერესის დაკმაყოფილებით;

- საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და ხარჯვათა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 

უახლესი