საზოგადოებრივი
104.5 FM

გენ. დირექტორის შესარჩევი კონკურსი 2016

სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა

ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. პირველ ტურში, რომელზეც 5-დან ერთი კანდიდატი უნდა აერჩიათ, ​მეურვეთა ხმები ასე გადანაწილდა:

ვასილ მაღლაფერიძე - 4; თინათინ ბერძენიშვილი - 2; ნინო ზაუტაშვილი -1; ნათია კუპრაშვილი - 1; ზაალ ანჯაფარიძე - 0.

მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, საჭირო იყო მინიმუმ 5 მეურვის ხმა.

რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა პირველ ტურში ვერ გამოვლინდა, კანონის თანახმად, ორ კანდიდატს - ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილს შორის განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა, რომელზეც ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატები „მთავარში“.

6 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურში 5 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. გამარჯვებისთვის კანდიდატს სამეურვეო საბჭოს 5-მა წევრმა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი. ერთად გავიცნოთ დირექტორობის კანდიდატები - ზაალ ანჯაფარიძე, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე და ნინო ზაუტაშვილი "მთავარის" სტუდიაში.



სამეურვეო საბჭომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ ხუთ კანდიდატს მოუსმინა: 

1. ზაალ ანჯაფარიძე


2. თინათინ ბერძენიშვილი


3. ნათია კუპრაშვილი


4. ვასილ მაღლაფერიძე


5. ნინო ზაუტაშვილი



სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია. 

1.  რევაზ შალიბაშვილი 

2.  ზაალ ანჯაფარიძე 

3.  გიორგი ქავთარაძე 

4.  ვასილ მაღლაფერიძე

5.  ნინო ზაუტაშვილი

6.  გურამ ფალავანდიშვილი

7.  ნიკოლოზ მჭედლიშვილი

8.  თინათინ ბერძენიშვილი

9.  დავით ცინცაძე

10.  მანანა ღოღობერიძე

11.  რამაზ სამხარაძე

12.  თამაზ ბიბილური

13.  ნათია კუპრაშვილი

14.  მარგარიტა დოლიძე



მსურველთა სია

2016 წლის 28 ნოემბერს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სია. კანდიდატთა სია გამოქვეყნდება განცხადებების მიღების დასრულების (2016 წლის 28 დეკემბრის) შემდგომ, კანონით დადგენილ სამი დღის ვადაში. 

1. ბაჩუკი ბახტაძე 

2. რევაზ შალიბაშვილი 

3. ზაალ ანჯაფარიძე 

4. გიორგი ქავთარაძე 

5. ვასილ მაღლაფერიძე

6. ნინო ზაუტაშვილი

7. გურამ ფალავანდიშვილი

8. ნიკოლოზ მჭედლიშვილი

9. თინათინ ბერძენიშვილი

10. დავით ცინცაძე

11. მანანა ღოღობერიძე

12. რამაზ სამხარაძე

13. თამაზ ბიბილური

14. ნათია კუპრაშვილი

15. მარგარიტა დოლიძე


საზოგადოებრივი მაუწყებელი LIVE

უახლესი