საზოგადოებრივი
104.5 FM

ხელმძღვანელობა

ვასილ მაღლაფერიძე


2017 წლის 6 იანვრიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი;

2014 – 31.08.2016 - შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“, გადაცემა „2030“-ის გენერალური პროდიუსერი;

2013-2014 - შპს „სინათლის სახლ ორიონის“ დირექტორი;

2012 - ტელეკომპანია მე-9 არხის დირექტორის მოადგილე, გადაცემა „კონსილიუმის“ წამყვანი;

2010-2012 - ელექტრონული ჟურნალი „კალმასობა“, მთავარი რედაქტორი;

2008-2009 - სახალხო დამცველის აპარატი, ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

2005-2008 - სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);

2004-2005 - საქართველოს პარლამენტის წევრი;

2004-2005 - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე;

1999-2004 - საქართველოს პარლამენტის წევრი;

1999-2004 - საქართველოს პარლამენტის განათლებისა და ტექნოლოგიების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;

2000-2004 - ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე; კომისიის მუშაობის შედეგად 150-ზე მეტი მსჯავრდებული, ე.წ. „ზვიადისტი“, განთავისუფლდა პატიმრობიდან;

1993-2000 - გაზეთ „კავკასიონის“ დამფუძნებელი;

1995-1997  - გაზეთ „კავკასიონის“ რედაქტორი;

1998-1999 - გაზეთ „კავკასიონის“ მთავარი კონსულტანტი;

1997-1998 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურისა და სიტყვიერების ისტორიის შემსწავლელი კათედრის დოცენტი;

1992-1997 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის გამგე;

1990-1992 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ქრისტიანული კულტურის შემსწავლელი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1989 - დაიცვა დისერტაცია ქართული სარაინდო რომანის ტიპოლოგიაზე, მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, რაც ამჟამად გათანაბრებულია მეცნიერებათა დოქტორის ხარისხთან;

1988-1990 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი;

1984-1994 - მე-6 საშუალო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

1983-1984 - საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველო, მხატვარ-რესტავრატორი;

1981-1982 - კინოსტუდია „ქართული ფილმი“, გაერთიანება „დებიუტი“, უფროსი რედაქტორი;

1975-1980 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. მიენიჭა ფილოლოგიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;

ენები: ქართული (მშობლიური), რუსული (კარგად), ინგლისური (საშუალოდ);

არის დამხმარე სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორი, 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი პუბლიცისტური სტატია.

არის ისრაელის კეთილი ნების ელჩი;

1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მიმდინარე ბრძოლებში;

1997 წელს ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილთან ერთად გააკეთა რეპორტაჟები აფხაზეთიდან და ჩეჩნეთიდან; ჩაწერეს ინტერვიუები: სოხუმში - ვლადისლავ არძინბასთან, გროზნოში - იანდარბიევთან, ნუხაევთან და ჩეჩნეთის სხვა ლიდერებთან. ყველა ეს მასალა გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში;

უახლესი