საზოგადოებრივი
104.5 FM

საერთაშორისო თანამშრომლობა

1) EBU ევროპის მაუწყებელთა კავშირი

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრია, სადაც ის სარგებლობს გარკვეული პრივილეგიებით. www3.ebu.ch

2) Eurovision Academy

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ტრეინინგ ცენტრი, რაც გულისხმობს ჟურნალისტების გადამზადებას შესაბამის სფეროში.

3) ევროვიზიის სიმღერის კონკურსი

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2007 წლიდან  ყოველწლიურად წარადგენს კონკურსანტს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. eurovision-georgia.ge

4) საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2007 წლიდან  ყოველწლიურად წარადგენს კონკურსანტს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.  საქართველო საბავშვო ევროვიზიის ორგზის გამარჯვებულია. junior.eurovision-georgia.ge

5) კლასიკური ევროვიზია

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2012 წელს პირველად წარადგინა კონკურსანტი კლასიკურ ევროვიზიაზე.

6) ტრეინინგები

საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს EBU-ს სხვადასხვა სახეობის ტრეინინგით.         

2012 წელს ევროპის მაუწყებელთა კავშირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების რედაქციის თანამშრომლებისათვის თბილისში ჩაატარა ტრეინინგი სახელწოდებით "International Markets".

2012 წელს EBU-ს ორგანიზებით პარიზსა და ამსტერდამში ჩატარდა დოკუმენტური ფილმების ფორუმი, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების რედაქციის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

7) საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგია

ევროპის მაუწყებელთა კავშირის დახმარებით შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგია.

8) რადიო კონცერტები

ევროპის მაუწყებელთა კავშირი საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველგვარი გადასახადის გარეშე სთავაზობს სხვადასხვა კონცერტს რადიოში განსათავსებლად.

8) საერთაშორისო სპორტული მოვლენები


საზოგადოებრივი მაუწყებელი შეღავათიან ფასად იძენს საერთაშრისო სპორტულ მოვლენებს  -  ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშებს, მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, კონფედერაციის თასს, სხვადასხვა ევროპის ჩემპიონატებს: ფეხბურთში, ძიუდოში, ჭიდაობაში;


9) სატელიტური უზრუნველყოფა


ევროპის მაუწყებელთა კავშირი უზრუნველყოფს მრავალი სპორტული თუ არასპორტული საერთაშორისო მოვლენის სატელიტურ უზრუნველყოფას (ვენის საახალწლო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, ჩემპიონთა ლიგის სატელიტური მომსახურება, რაგბის, კალათბურთისა და სხვადასხვა საფეხბურთო მატჩის  ტრანსლაციას) შეღავათიან ფასად.

 

10) დოკუმენტური და მხატვრული ფილმები


ევროპის მაუწყებელთა კავშირი წევრ მაუწყებლებს სთავაზობს უფასო და ფასიანი დოკუმენტური  და მხატვრული ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ათავსებს ეთერში;

 

11) სატელევიზიო ჩართვები


ევროპის მაუწყებელთა კავშირი წევრი მაუწყებლებისთვის შეღავათიან ფასად  უზრუნველყოფს სატელევიზიო ჩართვებს სხვადასხვა ქვეყნიდან (სამთავრობო შეხვედრებისა და სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული მოვლენების გაშუქების საჭიროების შემთხვევაში);

 

12) ახალი ამბების გაცვლა

 

Thomson Reuters

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს  ახალი ამბების მსოფლიო სააგენტოსთან Thomson Reuters - თან და უწყვეტ რეჟიმში იღებს მსოფლიო ახალ ამბებს. http://thomsonreuters.com/en.html

CIRCOM Regional

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის რეგიონული ტელევიზიების ასოციაციის წევრია, სადაც იგი ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს მათ მიერ დაგეგმილ კონკურსებსა და ტრეინინგებში. საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმები CIRCOM -ის კონკურსის მრავალგზის გამარჯვებულია. http://www.circom-regional.eu/

 საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებთან სხვადასხვა საკითხზე.

რადიო "თავისუფლება"

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს "რადიო თავისუფლებასთან", რომლის ფარგლებშიც ახორციელებს ერთობლივ სატელევიზიო პროექტებს. radiotavisupleba.ge

"ამერიკის ხმა"

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლობს "ამერიკის ხმასთან", რომლის ფარგლებშიც ახორციელებს ერთობლივ სატელევიზიო და რადიო პროექტებს. amerikiskhma.com

 

უახლესი