საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა

გამოქვეყნებულია 2017-01-06 12:33:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.

ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა პირველ ტურში ვერ გამოვლინდა და კანონის თანახმად, განმეორებითი კენჭისყრა ორ კანდიდატს - ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილს შორის გაიმართა.

ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, პირველ ტურში, რომელზეც 5-დან ერთი კანდიდატი უნდა აერჩიათ, ​მეურვეთა ხმები ასე გადანაწილდა:

ვასილ მაღლაფერიძე - 4; თინათინ ბერძენიშვილი - 2; ნინო ზაუტაშვილი -1; ნათია კუპრაშვილი - 1; ზაალ ანჯაფარიძე - 0.

მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, საჭირო იყო მინიმუმ 5 მეურვის ხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი - ბაჩუკი ბახტაძე მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა, 14 კანდიდატიდან კი მეურვეებმა მეორე ტურისთვის 5 შეარჩიეს.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროა.


ფოტოგალერეა
330

უახლესი