საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენდირექტორობის 5-ვე კანდიდატს მოუსმინა

გამოქვეყნებულია 2017-01-05 15:30:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ ხუთივე კანდიდატს მოუსმინა. 

ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა ხვალ, 6 იანვარს გაიმართება. 

მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, საჭიროა მინიმუმ 5 მეურვის ხმა. 

დღეს სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძესა და ნინო ზაუტაშვილს მოუსმინა. 

გუშინ გაიმართა გასაუბრება ზაალ ანჯაფარიძესთანთინათინ ბერძენიშვილთან და ნათია კუპრაშვილთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი - ბაჩუკი ბახტაძე მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა, 14 კანდიდატიდან კი მეურვეებმა მეორე ტურისთვის 5 შეარჩიეს. 

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროა.  

532

უახლესი