საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეთა სცენაზე გამოსვლის რიგითობის განსასაზღვრელად კენჭისყრა გაიმართება

გამოქვეყნებულია 2017-01-09 12:45:00


დღეს, 15:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალის მონაწილეთა სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობის განსასაზღვრელად კენჭისყრა გაიმართება.

კენჭისყრის პროცესის ნახვა შესაძლებელი იქნება პირველი არხის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთს გაგრძელდება, საუკეთესოს საუკეთესოთა შორის საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ.

ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.


566

უახლესი