საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალზე დასასწრებად ჟურნალისტებს აკრედიტაციის გავლა 15 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ

გამოქვეყნებულია 2017-01-10 13:23:00


ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალზე დასასწრებად მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაციის გავლა 15 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ. განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა ელექტრონულ მისამართზე info@gpb.ge მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედიასაშუალება, რომელსაც წარმოადგენთ.

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. საუკეთესოს საუკეთესოთა შორის საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ.
369

უახლესი