საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა იცოდეთ, რომ არ ხართ მარტო ბრძოლაში“ - „მოამბემ“ აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო

გამოქვეყნებულია 2017-02-09 20:22:00


მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელმა გიორგი სოფრომაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განცხადება წაიკითხა და საზოგადოებას აქციის მონაწილეების პოზიცია გააცნო.

„ჩვენ შემოვედი საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა და სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და ფართო დისკუსიას. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება.

ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად.

საზოგადოებრიუვი მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ. 

გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენ ბრძოლაში.

მოვითხოვთ მთავრობისგან გაატაროს საკუთარი ხალხის ინტერესი“,- განაცხადა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში აქციის მონაწილემ.

597

უახლესი