საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საქართველოში 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის ჩატარების დრო და ადგილი დღეს გახდება ცნობილი

გამოქვეყნებულია 2017-03-16 11:15:00


16 მარტს, 14:00 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მედიისთვის ცნობილი გახდება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის ჩატარების დრო და ადგილი.

ამჟამად, საქართველოში იმყოფება საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს მართავს 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით.

2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.


475

უახლესი