საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

გამოქვეყნებულია 2017-03-16 14:06:00


2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მეთერთმეტედ წარადგენს მონაწილეს საბავშო ევროფესტივალზე.

ამჟამად, საქართველოში იმყოფება საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს მართავს 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით.

2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.


508

უახლესი