საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემების შესარჩევად კონკურსს 3 აპრილს გამოაცხადებს

გამოქვეყნებულია 2017-03-31 16:41:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017-2018 წლის საეთერო სეზონისთვის, გადაცემების შესარჩევად კონკურსს 3 აპრილს გამოაცხადებს.

გადაცემების შერჩევა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებისთვის:
1. სოციალური თოქ-შოუ
2. კულტურა
3. შემეცნებით-საგანმანათლებლო
4. შემეცნებით-გასართობი
5. საბავშვო-ახალგაზრდული

გადაცემებს შეაფასებს სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებით, ასევე მოწვეული პროფესიონალებით, რომლებსაც აქვთ მაღალი კომპეტენცია და საზოგადოების ნდობით სარგებლობენ.

კომისიას უხელმძღვანელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი პაატა ქურდაძე.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი - თამარ ბართაია, სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე, სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი. აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: თეო მაზმიშვილი - წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი, რუსუდან მანჯგალაძე - სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი, კოტე ჯანდიერი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი, თემურ გოგოლაძე - წარმოების დეპარტამენტის უფროსი, კახაბერ ბუხრაშვილი - ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი, რუსუდან ახვლედიანი - კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი, თამარ კაციტაძე - ონლაინ მედია ხელმძღვანელი.

განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით. მსურველებს აპლიკაციის შევსება შეეძლებათ 3 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.


791

უახლესი