საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი 9 გადაცემის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნებულია 2017-04-03 00:17:00


3 აპრილიდან იწყება კონკურსი, რომლის შედეგად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი საეთერო სეზონისთვის ცხრა ახალი გადაცემა უნდა შეარჩიოს. 

მსურველებს განაცხადების შეტანა დღეიდან შეუძლიათ. პროექტების მიღება ელექტრონული ფორმით იწარმოებს შემდეგ მისამართზე: http://1tv.ge/projects/showcontest/

გაწერილია კრიტერიუმები, რომლითაც სპეციალური კომისია, ძირითადად, ხუთი მიმართულებით შესარჩევი პროექტების შეფასების დროს იხელმძღვანელებს. 

პროექტების შეფასება განხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე პროექტები კომისიის წევრების მიერ შეფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან წარმოდგენილი პროექტის საპრეზენტაციოდ. მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს კი მოეთხოვებათ წარმოდგენილი პროექტების პილოტის მომზადება, რომელსაც შეაფასებს კომისია და ასევე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე გამოავლენს საუკეთესო პროექტებს. 

გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორი პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი - თამარ ბართაია, სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე, სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი.

აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან:

თეო მაზმიშვილი- წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი.

რუსუდან მანჯგალაძე - სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი

კოტე ჯანდიერი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი

თემურ გოგოლაძე- წარმოების დეპარტამენტის უფროსი

კახაბერ ბუხრაშვილი - ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი

რუსუდან ახვლედიანი- კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი

თამარ კაციტაძე - ონლაინ მედია ხელმძღვანელი

ე.წ. პილოტების ჩაბარებისთვის 20-დღიანი ვადაა დაწესებული, ხოლო საუკეთესო გადაცემები ივნისში შეირჩევა, ეთერში კი სექტემბრიდან გავა. 

პროექტის წარმოსადგენად, მიჰყევით ბმულს: http://1tv.ge/projects/showcontest/

1185

უახლესი