საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

გამოქვეყნებულია 2017-04-13 18:20:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსის ფარგლებში უნდა შეირჩეს ორ ჟანრში (მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური და მელოდრამა) თითო სერიალის სცენარი. 

განაცხადები მიიღება 30 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე drama@gpb.ge; მსურველებმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

სცენარისტის და რეჟისორის რეზიუმე/ავტობიოგრაფია

სრული სერიალის კონცეფცია (არაუმეტეს 500 სიტყვისა)

ერთი სერიის სცენარი დიალოგებით

სრული სერიალის სარეჟისორო ხედვა

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

წარმოდგენილი განაცხადების შერჩევა/შეფასებას ახორციელებს საკონკურსო კომისია.

შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად - ტურად. 

კომისიის წევრები, კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენენ თითოეულ ჟანრში თითო საუკეთსო სცენარს. 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე, ან დარეკეთ ნომერზე: 2 40 94 77



3824

უახლესი