საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის და მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსის მეორე ტურის კონკურსანტების ვინაობა 15 მაისს გაირკვევა

გამოქვეყნებულია 2017-05-05 18:14:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის კომისიის და მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. 

კომისიები საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან არის დაკომპლექტებული, ორივე კონკურსის კომისიის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძეა. 

გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 153 აპლიკაცია, ხოლო სცენარების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში 45 განაცხადი შემოვიდა. 

დღეს გამართულ სხდომაზე კომისიამ, შემოსული აპლიკაციების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, გაეხანგრძლივებინა შეფასების ვადა, რათა კომისიის წევრებმა სრულყოფილად შეძლონ თითოეული განაცხადის დეტალურად შესწავლა და შეფასება. 

გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის და მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსის მეორე ტურის კონკურსანტების ვინაობა 15 მაისს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევი კონკურსი იყო გამოცხადებული 5 მიმართულების 9 გადაცემაზე, ხოლო მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევად ორ ჟანრში - მელოდრამატულ და მძაფრსიუჟეტიან/დეტექტივში.

495

უახლესი