საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების კონკურსის მეორე ტურში 37 პროექტი გადავიდა - კონკურსანტების სია

გამოქვეყნებულია 2017-05-15 19:08:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურის კონკურსანტების ვინაობა ცნობილია.

შემოსული 153 პროექტიდან, კონკურსის მეორე ტურში 37 პროექტი გადავიდა.

სოციალური მიმართულებიდან, მეორე ტურში გადასულია ექვსი სოციალური თოქ-შოუ:

1. შალვა რამიშვილი  - „მედია-რენტგენი“
2. ეკატერინე გვახარია  - „კედელი“
3. ქეთევან კაპანაძე  -  „რეალური სივრცე“
4. ნინო ჩუტკერაშვილი  - „ჩემი უფლება“
5. გიორგი ჭანტურია -  „სოციალური კლუბი“
6. ზურაბ ვარდიაშვილი  - „ქალაქი“


კულტურის მიმართულებიდან მეორე ტურში გადასული კულტურული-შემეცნებითი გადაცემებია:

1. მზია ლომთათიძე  - „44“
2. გიორგი ჭყონია  - ESSE HOMO
3. ალექსანდრე ცაგარელი; გურამ სულთანიშვილი  -  „მითები და სტერეოტიპები“
4. გიორგი ასანიშვილი  - „ნაცნობი მელოდიები“
5. სალომე დადუნაშვილი  - ,,ღამე მუზეუმში"
6. ნაჯა ორაშვილი, ნიკო ნიკოლაძე - „კიმონო“

კულტურის სიახლეების მიმოხილვა

1. ირმა ხომერიკი -  „ნათელი ოთახი“
2. ელენე ბაკა კვირცხალია  - „შაბათს საღამოს ლიზასთან“
3. თეონა ჯორბენაძე   -  Modem/Art
4. სერგი გვარჯალაძე -  „კურატ2“

მიმართულება: შემეცნებით-საგანმანათლებლო

ჯანსაღი ცხოვრება

1.  მარი მალაზონია -„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

სოფლის მეურნეობა

1 . ბესიკ შარაშიძე - „ფერმერის გაკვეთილები“
2.  თამარ ბოლქვაძე  - "ფერმა"
3. გიორგი ჭანტურია  - „ფერმა“
4. ირაკლი ჭანტურია -  „აგროკვესტი“

ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერება

1. თიკა ანდღულაძე  - „სელფი 360“ (selfie 360)
2. მარიამ ონეზაშვილი  - "იცი თუ არა"
3. ლექსო ქურხული  - „ხანმოკლე XX საუკუნე“
4. ნინო ნანიტაშვილი -  „ოკულარი“
5. ვასილ ჯანიკაშვილი -  „მკითხველთა კლუბი“

მიმართულება: საბავშვო-ახალგაზრდული

საბავშვო შემეცნებითი გადაცემა

1. ნანა მეგრელიშვილი  - „ბაბილინას საკვირაო სკოლა“
2. დალი ხოჯავა   - „სუპერ გმირი“
3. გოჩა ქიმუცაძე  - „მხიარული გაკვეთილები“

საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა

1. ნინო კელაურიძე  - „წიგნების თარო“
2. გიორგი ჩანჩიბაძე -  ,,მხიარული სტარტები“
3. თამარ ციციშვილი - „ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“
4. გიორგი ვარსიმაშვილი  - „დეტექტივი“

მიმართულება: შემეცნებით-გასართობი

კულინარიული შოუ

1. ეკატერინე ადეიშვილი  - „შიმშილის თამაშები“
2. გიორგი ჭანტურია  - „კულინარული მოგზაურობა“
3. ზაზა ორაშვილი  -  „ოჯახური რეცეპტები"
4. ნინო გოგოლაური  - „გურმანია“

მეორე ტურში გადასული აპლიკანტები კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. მესამე ტური კი გადაცემის პილოტის მომზადებას ითვალისწინებს.

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017-2018 წლების საეთერო სეზონისთვის საეთერო ბადის განახლებასთან დაკავშირებით, გადაცემების შესარჩევად კონკურსი  2017 წლის 3 აპრილს გამოცხადდა,  რომლის ფარგლებში პროექტების წარმოდგენა ხორციელდებოდა ელექტრონულად, მაუწყებლის ვებ-გვერდზე - www.gpb.ge განთავსებული აპლიკაციის მეშვეობით.

დამტკიცდა წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურა, რომლის თანახმად, შეიქმნა შესაბამისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

• პაატა ქურდაძე - კომისიის თავმჯდომარე;

კომისიის წევრები:

• თეონა მაზმიშვილი;
• რუსუდან  მანჯგალაძე;
• კონსტანტინე ჯანდიერი;
• თეიმურაზ გოგოლაძე;
• კახაბერ ბუხრაშვილი;
• რუსუდან ახვლედიანი;
• თამარ კაციტაძე;
• თამარ ბართაია;
• იაგო კაჭკაჭიშვილი;
• დავით ბუხრიკიძე;
• სოფო ბაბლუანი.

2017 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით, წარმოდგენილი იყო  153 პროექტი შემდეგ მიმართულებებში: „სოციალური“, „კულტურა“, „შემეცნებით-საგანმანათლებლო“, „საბავშვო-ახალგაზრდული“, „შემეცნებით-გასართობი“.


576

უახლესი