საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა - კონკურსანტების სია

გამოქვეყნებულია 2017-05-15 18:07:00


საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა, რაც გულისხმობს 2017-2018 წლების საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შერჩევას.

კონკურსზე 45 სცენარი შევიდა.

მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები არიან:

მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი:

1.თამარ ადორნელი "ალიხანი და ნინო"

2.მალხაზ ასლამაზიშვილი "ქამელეონის ფერი"

3.ილია ჯიბღაშვილი, ბესო სოლომონაშვილი "ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე"

4. ლუკა წულაძე, თენგიზ ასტახიშვილი "ფსკერზე"

5. გიორგი ბარაბაძე "ბიჭები კომაროვიდან"

6. ირაკლი აფაქიძე, ლევან კიტია "ზებრა"

7. ალექსანდრე ქურხული, ბექა ქურხული, ლევან კიტია "ყავა ლუდი"

8. გიორგი ქობალია, გიგა ბაინდურაშვილი "კერძო დეტექტივი"

9. ნინა ხატიაშვილი "დედუქციის მეთოდი"

10. თამარ ადორნელი "ოჯახის საიდუმლო"

ჟანრი მელოდრამა:

1. ოთარ შამათავა "TAFU"

2. კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი "ბურდო"

3. სანდრო ჯანდიერი, ბასა ჯანიკაშვილი "ლივლივი"

4. თენგიზ თხილავა, ბექა ონიანი, ირაკლი აფაქიძე, ლევან კიტია "შენი საწოლის ქვეშ"

5. აკაკი ყიფშიძე, მურთაზ ჩიქოვანი "დროებით დასაქმებული"

მაუწყებელი ორ ჟანრში მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივისა და მელოდრამის გადაღებას გეგმავს.

კონკურსის პირველ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს გასაუბრებები რვაკაციან სპეციალურ კომისიასთან 22 და 23 მაისს ექნებათ.

მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს კომისიის წევრები დაუკავშირდებიან. გასაუბრების შემდეგ კი ჟიური 15 სცენარიდან ორ გამარჯვებულს გამოავლენს.


301

უახლესი