საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურის კონკურსანტების ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნებულია 2017-05-17 19:53:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურის კონკურსანტების ვინაობა ცნობილია.

მესამე ტურში სულ 15 პროექტი გადავიდა:

მიმართულება: სოციალური

სოციალური თოქ-შოუ

1. ქეთევან კაპანაძე „რეალური სივრცე“

2. გიორგი ჭანტურია „სოციალური კლუბი“

მიმართულება: კულტურა

კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა

1. ალექსანდრე ცაგარელი, გურამ სულთანიშვილი „მითები და სტერეოტიპები“

2. გიორგი ასანიშვილი „ნაცნობი მელოდიები“

3. ნაჯა ორაშვილი, ნიკო ნიკოლაძე „კიმონო“

კულტურის სიახლეების მიმოხილვა

1. თეონა ჯორბენაძე - Modem/Art

მიმართულება: შემეცნებით-საგანმანათლებლო

ჯანსაღი ცხოვრება

1. მარი მალაზონია „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

სოფლის მეურნეობა

2. თამარ ბოლქვაძე „ფერმა“

ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერება

1. ნინო ნანიტაშვილი „ოკულარი“

2. ვასილ ჯანიკაშვილი „მკითხველთა კლუბი“

მიმართულება: საბავშვო-ახალგაზრდული

საბავშვო შემეცნებითი გადაცემა

1. დალი ხოჯავა „სუპერ გმირი“

საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა

1. ნინო კელაურიძე „წიგნების თარო“

2. გიორგი ჩანჩიბაძე „მხიარული სტარტები“

3. თამარ ციციშვილი „ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“

მიმართულება: შემეცნებით-გასართობი

კულინარიული შოუ

1. ნინო გოგოლაური „გურმანია“

შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში სულ 153 პროექტი შემოვიდა, აქედან 37 მეორე ეტაპზე გადავიდა, რომელიც კანდიდატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებას გულისხმობდა.  

მესამე ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა კომისიის წევრებს უნდა წარუდგინონ გადაცემის საპილოტე ვერსია, ივნისის შუა რიცხვებში კი საუკეთესო პროექტები გამოვლინდება, რომლებიც ახალი სამაუწყებლო სეზონიდან გავა ეთერში.

ამ თემაზე „დილის მოამბის“ კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების ბლოკის დირექტორმა, პაატა ქურდაძემ უპასუხა.

320

უახლესი