საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორმა გადაცემების შესარჩევი კონკურსის კომისიის რეკომენდაცია განიხილა

გამოქვეყნებულია 2017-05-18 17:33:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის კომისიის სხდომაზე, სადაც მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატები გამოვლინდნენ, წევრებმა კენჭისყრაზე დააყენეს სამი პროექტისთვის რეკომენდაციის გაცემის საკითხი.

17 მაისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაეწია გენერალურ დირექტორთან პროექტების - „მედია-რენტგენი“ - შალვა რამიშვილი, „ხანმოკლე XX საუკუნე“ - ლექსო ქურხული და „ჩემი ქალაქის მეეზოვე“ - ზურაბ ინაშვილი - განხორციელების შესაძლებლობის შესახებ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტები საინტერესო იდეებს შეიცავს და სასარგებლო იქნება მათი დამუშავება, შემდგომში სხვადასხვა გადაცემებში ინტეგრირების ან სხვა პლატფორმაზე/მიმართულებაში განთავსების თვალსაზრისით.

გენერალურმა დირექტორმა განიხილა შესარჩევი კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მომზადდეს პილოტები შემდეგ პროექტებზე: „მედია-რენტგენი“ - შალვა რამიშვილი, „ხანმოკლე XX საუკუნე“ - ლექსო ქურხული და „ჩემი ქალაქის მეეზოვე“ - ზურაბ ინაშვილი, რომლებსაც კომისია შეაფასებს მესამე ტურში გადასულ სხვა პროექტების პილოტებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი კომისიის მიერ საუკეთესო პროექტები ივნისის შუა რიცხვებში გამოვლინდება.


91

უახლესი