საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსის ფარგლებში საუკეთესო სცენარები გამოვლინდა

გამოქვეყნებულია 2017-05-23 16:07:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების კონკურსის ფარგლებში საუკეთესო სცენარები ორ ჟანრში (მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტივი და მელოდრამა) გამოვლინდა.

მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივის ჟანრში გამარჯვებული ილია ჯიბღაშვილისა და ბესო სოლომონაშვილის „ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ გახდა, მელოდრამის ჟანრში კი კონკურსში სანდრო ჯანდიერისა და ბასა ჯანიკაშვილის „ლივლივმა“ გაიმარჯვა.

სცენარების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში სულ 45 განაცხადი შემოვიდა, მეორე ტურში კი 15 გადავიდა. სცენარების შესაფასებლად და შესარჩევად შექმნილი კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული, კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე თავმჯდომარეობდა.

კომისია საუკეთესოდ დასახელებული სცენარების შესახებ რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, რომელიც პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომისიამ რეკომენდაცია გასცა წარმოებაში ჩაშვებულ პროექტებზე მოსამზადებელი სამუშაოების დროის ორი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.


666

უახლესი