საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მესამე ტურის კონკურსანტებს პილოტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცათ

გამოქვეყნებულია 2017-06-05 19:57:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის მესამე ტურის კონკურსანტებს პილოტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცათ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად შექმნილი კომისიის სხდომაზე მიიღეს. 

აპლიკანტები პროექტების საპილოტე ვერსიებს, 9 ივნისის ნაცვლად, 16 ივნისს წარმოადგენენ, რის შემდეგაც კომისია შეაფასებს და შეარჩევს მათგან საუკეთესო ნამუშევრებს, პროექტების განხორციელების შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მიიღებს.

ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შედეგი ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში სულ 153 პროექტი შემოვიდა, აქედან 37 მეორე ეტაპზე გადავიდა, რომელიც კანდიდატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გასაუბრებას გულისხმობდა.  

მესამე ტურში სულ 15 პროექტი მოხვდა, 3 პროექტთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაეწია გენერალურ დირექტორთან, გენერალურმა დირექტორმა განიხილა შესარჩევი კომისიის რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მომზადდეს პილოტები აღნიშნულ 3 პროექტზე: „მედია-რენტგენი“ - შალვა რამიშვილი, „ხანმოკლე XX საუკუნე“ - ლექსო ქურხული და „ჩემი ქალაქის მეეზოვე“ - ზურაბ ინაშვილი, რომლებსაც კომისია შეაფასებს მესამე ტურში გადასულ სხვა პროექტების საპილოტეებთან ერთად. 

514

უახლესი