საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ეკონომეტრის“ ჟურნალისტი ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია 2017-06-09 18:26:00


დღეს ევროკავშირის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვის თემაზე გამართულ კონკურსში საუკეთესო ნამუშევრები დააჯილდოვეს. 

კონკურსის მიზანი საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება და, ასევე, ამ მიმართულებით ჟურნალისტთა პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესება იყო. 

77 ნამუშევრიდან ჟიურიმ 4 გამარჯვებული გამოავლინა, საუკეთესო სატელევიზიო გადაცემის ავტორი „ეკონომეტრის“ ჟურნალისტი - ანა მეზვრიშვილი და გადაცემის „P.S.“ ჟურნალისტი - გიორგი გვიშიანი გახდნენ. 

ანა მეზვრიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ეკონომიკურ უფლებებსა და საქმიანობაზე „ეკონომეტრში“ გასული წლის დეკემბერში გადაიცა. საუკეთესო ინტერნეტ მედია და ბეჭდური ნამუშევრის ავტორებად კი თეონა ბეგიშვილი და „ლიბერალის“ ჟურნალისტი - ივეტა წიწიშვილი დასახელდნენ. 

150

უახლესი