საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის საუკეთესო პროექტები გამოავლინა

გამოქვეყნებულია 2017-06-21 18:16:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საუკეთესო პროექტები გამოვლინდა.

საკონკურსო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე აღმასრულებელ საბჭოს  რეკომენდაცია გაუწია შემდეგ პროექტებზე:


მიმართულება: სოციალური

სოციალური თოქ-შოუ
          - ქეთევან კაპანაძე „რეალური სივრცე“

მიმართულება: კულტურა

კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა  
          - გიორგი ასანიშვილი „ნაცნობი მელოდიები“

კულტურის სიახლეების მიმოხილვა
          - თეონა ჯორბენაძე  Modem/Art

მიმართულება: შემეცნებით-საგანმანათლებლო

ჯანსაღი ცხოვრება
          - მარი მალაზონია „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

სოფლის მეურნეობა
          - თამარ ბოლქვაძე „ფერმა“

მიმართულება: საბავშვო-ახალგაზრდული

საბავშვო შემეცნებითი გადაცემა
          - დალი ხოჯავა  „სუპერ გმირი“

საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა
          - ნინო კელაურიძე „წიგნების თარო“
          - თამარ ციციშვილი „ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“

მიმართულება: შემეცნებით-გასართობი

კულინარიული შოუ
          - ნინო გოგოლაური „გურმანია“

ამავე დროს კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაიცეს რკომენდაცია, რომ საჭიროა წარმოებაში ჩაშვების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით იმუშავებს პროექტის ავტორებთან ერთად პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფორმატების დახვეწაზე ბადესთან თავსებადობის კუთხით, პროექტების ვიზუალური მხარის და დიზაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიან ვიზუალურ კონცეფციასთან თავსებადობის ნაწილში.

ასევე, რეკომენდაცია გაუწია პროექტის „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“ ავტორებს და აღმასრულებელ საბჭოს პროექტი გადაფორმატდეს ვებპლატფორმისთვის. ასევე, რეკომენდაცია გაუწია აღმასრულებელ საბჭოს, განიხილოს პროექტ „ოკულარის“ ცალკეული ელემენტების ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხი.

კონკურსი 3 აპრილს გამოცხადა და სამი ეტაპისგან შედგებოდა. სულ 153 პროექტი შემოვიდა, მათგან 37 მეორე ტურში მოხვდა. მეორე ტურში გადასულმა აპლიკანტებმა კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაცია გამართეს, მესამე ტურის კანდიდატად მათგან 15 დასახელდა, გარდა ამისა 17 მაისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაეწია გენერალურ დირექტორთან პროექტების - „მედია-რენტგენი“ - შალვა რამიშვილი, „ხანმოკლე XX საუკუნე“ - ლექსო ქურხული და „ჩემი ქალაქის მეეზოვე“ - ზურაბ ინაშვილი - განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. გენერალურმა დირექტორმა განიხილა შესარჩევი კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მომზადებულიყო პილოტები აღნიშნულ პროექტებზე, რომლებსაც კომისია შეაფასებდა მესამე ტურში გადასულ სხვა პროექტების პილოტებთან ერთად.


770

უახლესი