საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მაუწყებლის განვითარების ოთხწლიანი გეგმა მედიას წარუდგინა

გამოქვეყნებულია 2017-07-04 12:31:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მაუწყებლის განვითარების ოთხწლიანი გეგმა მედიას წარუდგინა. 

როგორც მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, მაუწყებელში დაიწყო დიდი პროექტები, რაც გულისხმობს ახალი ტელევიზიის შექმნას.

მაუწყებლის 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორმა, თეონა მაზმიშვილმა წარადგინა.

როგორც თეო მაზმიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაიარაღების დიდი ნაწილი მოხდება არსებულ შენობაში.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმი მძიმე პირობებში მუშაობს, არ აქვთ კამერები და მიკროფონები, ასევე შიდა სივრცე. მიმდინარეობს ნიუსრუმის რემონტი. განახლდება სასერვერო, მოამბეს და პოლიტიკურ გადაცემის ექნება ახალი სტუდია, სადაც შეძლებენ, რომ ოპერატიულად მიაწოდონ მაყურებელს ინფორმაცია. სრულად განახლდება 2017 წელს კამერა პარკი, რათა ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლონ მუშაობა ყველა სიტუაციაშია. შეიცვლება განათების აღჭურვილობა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში არ განახლებულა 1975 წლის შემდეგ. ეს მოიცავს სრულად ტელევიზიას და მთავარია, რომ ამ აპარატურის სრულად მიგრაცია მოხდება ახალ შენობაში. წელს დიდი ყურადღება მიენიჭება გავრცელებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არის სხვადასხვა ხარისხის მაუწყებლობა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა გადაცემა გავიდეს მაღალ ხარისხში. წლევანდელი წლის მთავარი საკითხი არის ვები და საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ყოველ წუთას ანახლებს ინფორმაციას და არის კონკურენტურნარიანი. ასევე იგეგმება ავტოპარკის განახლება“, - განაცხადა თეო მაზმიშვილმა.

მისივე თქმით, ემატება სხვადასხვა ზომის სტუდიები, დიდი სტუდია მეგა შოუებისთვის, ახალი ამბების სტუდია, დილის და დღის გადაცემებისთვის სტუდიები.

„მიმდინარე საკითხებში გვაქვს რეგიონების ოფისები, რათა შევძლოთ სხვადასხვა რეგიონიდან მაუწყებლობა.  მთავარი არის არქივი, რომლის გაფიცრულებაც მოხდება ეტაპობრივად.  დიდი ყურადღება ეთმობა რადიოს, რადგან მაუწყებელი ყველა პლატფორმაზე უნდა იყოს ოპერატიული და ხარისხიანი“, - განაცხადა თეო მაზმიშვილმა.

მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა ნახვა შესაძლებელია ბმულზე. 


399

უახლესი