საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

თბილისი, ლისი, 9 ივლისი - „სპორტული რიტმი“ საზოგადოებრივზე

გამოქვეყნებულია 2017-07-04 21:14:00


9 ივლისს ლისის ტბაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ღონისძიება - „სპორტული რიტმი" გაიმართება.

მსურველებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში, გახდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებისა და სპორტული აქტივობების თანამონაწილე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი საათის განმავლობაში მაყურებელს ღონისძიების უწყვეტ პირდაპირ ეთერს შესთავაზებს.




დღის განრიგი

12:00 - 20:00 საათი
ქუჩის კალათბურთის ტურნირი 3X3 გახსნა, გამარჯვებულების გამოვლენა

18:00 საათი
ღონისძიების „სპორტული რიტმი“ საზეიმო გახსნა

18:00 - 20:00 საათი
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი;
სპორტული აქტივობები ძველი და ახალი თაობის წარმატებული სპორტსმენებისა და საზოგადოების მონაწილეობით, შემდეგ სახეობებში:
• კანოე
• ჯომარდობა
• ველოტურნირი
• კალათბურთი
• რაგბი
• ფეხბურთი
• ფრენბურთი
• ხელბურთი
• ფარიკაობა
• ფალავნობა
• ძალოსნობა
• ჭადრაკი
• სახალისო ტურნირები, საბავშვო-გასართობი სივრცეები:
   o ბუშტების ფეხბურთი
   o ტომრებით ხტომა
   o ხელოვნური საცოცი კლდე

20:00 საათი
ღონისძიების საზეიმო დახურვა

სპორტი საზოგადოებრივზე - ის, რაც გვაერთიანებს.

427

უახლესი