საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ავტომობილების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ

გამოქვეყნებულია 2017-07-21 20:03:00



საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 ივლისს 20 ერთეული მესამე კლასის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად გამოცხადდა ტენდერი, რის შესახებაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყიდულობს მაღალი ფასის „ჯიპებს“. აღნიშნული ტენდერი გამოცხადებულია საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2014 წლის 6 თებერვალს გამოცემული №121 დადგენილების თანახმად, მესამე კლასის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაბამისი პარამეტრების მიხედვით. 

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტენდერი გამოცხადებულია მესამე კლასის მანქანებზე, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების, ჟურნალისტების გადაადგილებისთვის, როგორც ქალაქში, ასევე ძნელად მისადგომ რეგიონებში. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტოპარკი იმდენად მოძველებულია, რომ 27 ივნისს შატილთან, ავტომანქანა „ნივას“ ცეცხლი გაუჩნდა.


ხანძრის გამო, ავტომობილი აფეთქდა და დაიწვა. გამოცხადებული ტენდერი სწორედ ამ მოძველებული და საფრთხისშემცველი ავტოსარტანსპორტო საშუალებების ჩასანაცვლებლად ცხადდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაუწყებლის თანამშრომლებისთვის შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე:http://gpb.ge/files/documents/2017/07/93746d276d762d8b33f612eefb900b66.pdf

საქართველოს მთავრობის №121 დადგენილებია კი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2236478

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტაციას და თავი შეიკავოთ ფაქტობრივი ინფორმაციის დამახინჯებისგან (რომელიც დოკუმენტირებულია მოცემულ ბმულებზე), განსაკუთრებით კი მედიასაშუალებებმა, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საზოგადოების წინაშე დეტალურად გადაამოწმონ და შეისწავლონ მასალები ინფორმაციის გამოქვეყნებამდე.

350

უახლესი