საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2017-08-04 12:12:00


ორგანიზაცია ა(ა)იპ “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მათ მიერ წარმოდგენილი ვოდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ასახავს სინამდვილეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების, მათ შორის დაინტერესებული მხარეების სრულფასოვნად ინფორმირებისთვის საჭიროდ თვლის დამატებითი განმარტება გაკეთდეს აღნიშნულთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია ა(ა)იპ “ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ განთავსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმ საფუძვლით, რომ ის არ შეესაბამებოდა სოციალური რეკლამის შესახებ  კანონის მოთხოვნებს. სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაწყვეტილება “ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს მიერ გასაჩივრდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, სადაც, საქმის განხილვის დროს, კომისიის მხრიდან აღინიშნა იმის შესახებ, რომ აუცილებელი იყო ვიდეო რგოლში ხდებოდეს ხაზგასმა, რომ მომსახურება, რომელსაც “ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სთავაზობს ძალადობის მსხვერპლს არის უფასო და ამასთანავე, უნდა მომხდარიყო ვიდეო რგოლის ბოლო კადრის დაკორექტირება, სადაც საუბარი იყო საციალური რეკლამის დამზადებაში შესაბამისი ორგანიზაციის დახმარების თაობაზე. 

ამდენად, სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სწორად განაცხადა უარი თავდაპირველი ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში განთავსებაზე.

მას შემდეგ, რაც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წარმოადგინა დაკორექტირებული ვიდეორგოლი, პრობლემა მოიხსნა და აღნიშნული რგოლი განთავსდა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში. 

დამატებით ასევე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს და სოციალურ აქტივობებს, გარდა ამისა, თავად მაუწყებელი როგორც სატელევიზიო, ასევე რადიოს ეთერისთვის პერმანენტულად ამზადებს გადაცემებს და სიუჟეტებს  ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის გაზრდის და ცნობიერების ამაღლების მიზნით.


149

უახლესი