საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პირველი არხის განცხადება

გამოქვეყნებულია 2017-08-30 18:28:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 3 აპრილს ახალი საეთერო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტები შეაფასა, შეარჩია და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებულმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისგან, ასევე მოწვეული სპეციალისტებისგან.

კომისიამ ასევე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაეცა რეკომენდაცია, რომ წარმოებაში ჩაშვების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით იმუშავებდა პროექტის ავტორებთან ერთად, პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფორმატების დახვეწაზე ბადესთან თავსებადობის კუთხით, პროექტების ვიზუალური მხარის და დიზაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიან ვიზუალურ კონცეფციასთან თავსებადობის ნაწილში.

აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების - „Modem/Art“, „სუპერ გმირი“ და „ოკულარი“ განხილვის შემდეგ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების წარმოებაში ჩაშვების თაობაზე მსჯელობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები: 

„Modem/Art“

- პროექტის თავდაპირველ კონცეფციასთან შესაბამისობა, ყველა იმ ელემენტის რეალიზაციის შესაძლებლობა, რომელსაც ითვალისწინებდა თავად პროექტი, განხორციელების შესაძლებლობები, როგორც ტექნიკური, ასევე სხვა სახის რესურსების მოცულობის თვალსაზრისით, პროექტის თავსებადობა ბადესთან და მისი ელემენტების შესაბამისობა მოქმედ სარეკლამო/სასპონსორო სამართლებრივ რეგულაციებთან.

„სუპერ გმირი“ 

- პროექტის განხორცილებისათვის საჭირო ლოკაციის - სტუდიის გამოყოფას ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ მიმდინარე ცვლილებების - ინფრასტრუქტურული ცვლილებების, ტექნიკური გადაიარაღების გეგმის რეალიზაციის მსვლელობის და ა. შ. გამო, რაც ზღუდავს მაუწყებლის ტექნიკურ რესურსებს.

- რაც შეეხება თავად პროექტის ავტორების მიერ შემოთავაზებულ ერთადერთ შესაძლო გარე ლოკაციას, მიუხედავად წერილობითი დადასტურებისა, რომ კერძო კომერციული ობიექტის მხრიდან არ იქნება წარდგენილი რაიმე სარეკლამო განთავსების მოთხოვნა, გარდაუვალია ობიექტის იდენტიფიცირება და სხვა ცალკეული კომერციული ობიექტების წარმოჩენა გადაცემის გადაღების პროცესში. იმის გათვალისწინებით, რომ საბავშვო გადაცემაში აკრძალულია ე.წ. Product Placement-ი, -მცდელობა იმისა, რომ კადრში არ გამოჩნდეს სხვა კომერციული სუბიექტები, პირდაპირ გავლენას მოახდენს ხარისხზე;

„ოკულარი“ 

- ცალკეული ელემენტების საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებულ ვებ-გვერდზე არსებულ კონტენტში ინტეგრირების შესაძლებლობაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ეტაპზე არ განიხილება პროექტ „ოკულარი“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხი. 

აღმასრულებელი საბჭო წარმოადგენს გენერალური დირექტორის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს,  რომლის მიერ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციას გენერალური დირექტორი უცვლელად იზიარებს.


364

უახლესი