საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯი-თი მოტორსი“ გამოვლინდა

გამოქვეყნებულია 2017-09-07 15:57:00


სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯი-თი მოტორსი“ გამოვლინდა. ამ დროისთვის  გრძელდება კანონმდებლობით განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები.

„ჯი-თი მოტორსმა“  მაუწყებელს „სუზუკი ვიტარას“ მარკის ავტომობილები შესთავაზა.

ელექტრონულ ტენდერში გამართული ვაჭრობის შედეგად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შემცირდა 73 165 ლარით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ელექტრონული ტენდერი 20 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვაზე 2017 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - სს „ფრანს ავტომ“ და შპს „ჯი-თი მოტორსმა“ - მიიღო.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის განმავლობაში, მაუწყებელი მიიღებს 20 ერთეულ მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს.


147

უახლესი