საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ვიდეოკამერების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

გამოქვეყნებულია 2017-09-11 18:08:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ვიდეოკამერების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული შპს „ინოვატორი“. 

მაუწყებელსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება ერთი კვირის ვადაში გაფორმდება.

როგორც პირველ არხთან წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, თეონა მაზმიშვილმა განაცხადა, ტელევიზია გარე გადაღების 41 კამერას შეიძენს.

„41 ახალი კამერა მოემსახურება საინფორმაციო სამსახურს, რეგიონების ჩათვლით, ასევე დაემატება გადაცემების კამერებს და მოემსახურება ანონსებისა და პრომო ჯგუფს. კამერები შესყიდული იქნება სრული კომპლექტაციით, რაც კამერების გარდა, გულისხმობს შტატივს, ობიექტივს, მიკროფონსა და მიმღებს“,- აღნიშნა მაზმიშვილმა.

 შპს "ინოვატორს“ კამერების სრულად მისაწოდებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 85 დღე აქვს.



126

უახლესი